აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებენ კანონმდებლები.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საქართველოზეც.
ანგარიშის თანახმად, ევროპაში ეუთო-ს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, როგორც კონკურენტუნარიანი და პროფესიულად ადმინისტრირებული აღწერეს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თანაბარი პირობების არარსებობა, ამომრჩევლის დაშინება.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებების გამოძიების კუთხით, თუმცა ხარვეზები მაინც დარჩა“.
ასევე საუბარია, რომ ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ.