ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე გაეცნო სტადიონის მშენებლობის სამუშაოებს, ასევე სამშენებლო პროექტს, რომელიც ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა სოციალური სახლი, რომელშიც ბინები 12 ოჯახს უნდა გადაეცეს. მთავრობის თავმჯდომარე იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსაც გაეცნო, რომელიც ახალგაზრდების ინიციატივებით და ჩართულობით განხორციელდა.