სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს შეხვდა დღეს ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრისას ახალგაზრდებმა რამდენიმე პრობლემური მიმართულება დაასახელეს, მათ შორის ხელშეწყობა ითხოვეს დასაქმებაში.
დღესვე, თორნიკე რიჟვაძემ თვითმმართველობას მოუწოდა საქმიანობაში მეტი ახალგაზრდა ჩართოს და წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადასცა. ცნობისთვის, ქედაში მცხოვრებმა ამ მოსწავლეებმა სკოლა 2016-2017 წლებში დაამთავრეს, დამსახურებული მედლები კი სხვადასხვა მიზეზის გამო, თითქმის ორწლიანი დაგვიანებით მიიღეს.