ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა

12 მარტი 2019, 00:00 1381 ნახვა

 აჭარაში “ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროექტის მიმდინარეობას საერთაშორისო ექსპერტი გაეცნო. ტომას ნიკოლსონი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს მიმდინარე აქტივობებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და რეკომენდაციებზე. პროექტი, რომელიც ტუბერკულოზის, შიდსისა და ცე ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს ითვალისწინებს, ქართულ მხარის ინიციატივითა და გლობალური ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით გათვალისწინებულია ტრენინგები დაცნობიერების ამაღლების კამპანია, მის ფარგლებში სამედიცინო ცენტრებს  სამი  სპეციალური მანქანა გადაეცა.  პროექტის ფარგლებში გამოიკვლიეს 5 ათასამდე მოქალაქე. პირველადი სკრინინგით ც ჰეპატიტზე, 86 შემთხვევა გამოვლინდა აივ ინფექციასა და  ტუბერკულოზზე კი თითო   შემთხვევა.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი