რა ბედი ელის ცვილის ფიგურების მუზეუმს? 

12 მარტი 2019, 00:00 1856 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს  რეგიონში განსახორციელებელი პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატს  გია აბულაძეს მაგალითად  ცვილის მუზეუმი მოჰყავს,  რომელიც 2012 წელს აშენდა და  ამ დრომდე დაკეტილია. ოპოზიციონერის თქმით,  „ქართულმა ოცნებამ“  წინა ხელისუფლებისას დაწყებული კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება გააჩერა.

დეპუტატი საუბრობს, ხულოს ქუჩაზე იარაღის მუზეუმის, რუსთველის 17 ნომერში ხელნაწერთა წიგნის მუზეუმისა და ბოტანიკური ბაღის გასწვრივ, ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობის პროექტებზე. ბათუმის მერი  ამბობს, რომ ცვილის მუზეუმმა ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს, მაგრამ შენობასთან დაკავშირებით რამდენიმე წლიანი დავა არქიტექტურასთან კავშირთან დასრულებული  არ  არის.  ცვილის ფიგურების მუზეუმი 2012  წელს მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, თუმცა  დაწესებულებას  7 წელია დამთვალიერებელი არ მიუღია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი