15 მარტს გუდაური კროსის საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებს. 16, 17 მარტს კი ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ამავე დისციპლინაში. ტურნირი მოსამზადებელი ეტაპია თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელსაც ბაკურიანი უმასპინძლებს. რამდენიმე დღის წინ გუდაურმა სნოუბორდ კროსში ევროპის თასის ეტაპს უმასპინძლა, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა.
შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 62 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები. ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სნოუბორდისტი გახდა, ხოლო ვაჟთა შორის ყველას ჯაკობ დუსეკმა აჯობა. 4-4 საუკეთესო სპორტსმენი ფულადი პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს. 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრება ჩატარდა.