საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის ფინანსურ გვარდიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობა გააქტიურდება ინფორმაციის გაცვლისა და უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებითაც.