ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

12 მარტი 2019, 00:00 1521 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო.   აბიტურიენტების, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.  ვადის ამოწურვის შემდეგ  აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.

რაც შეეხება სიახლეებს, საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი