ქედის სოციალურ სახლში ბინების განაწილება საჩივრების გამო შეჩერებულია /შესწორება 22:00/

11 მარტი 2019, 00:00 1509 ნახვა

ქედის სოციალურ სახლში ბინის მესაკუთრეთა ვინაობა ცნობილი, სახლი კი დღემდე დაკეტილია. ოჯახები განაგრძობენ რთულ პირობებში ცხოვრებას. ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში თავიდან 12 ოჯახის შერჩევა გაჭიანურდა, ახლა კი კომისიის გადაწყვეტილების შედეგად გამოვლენილი ოჯახებისთვის ბინის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაყოვნდა.

არადა, სოციალური სახლი უკვე 10 თვეა გარემონტებულია. ქედის მერიაში ამბობენ, რომ საჩივრებს განიხილავდნენ . 4 ოჯახი ფიქრობს რომ ბინები არასწორად განაწილდა.

ქედის სოციალურ სახლზე მომზადებულ სიუჟეტში გაიპარა უზუსტობა. სიუჟეტში ფრაზის: "ალტერნატიულ ფართს არ ფლობენ ის მოქალაქეები, რომლებმაც ქედის მერიას საჩივრით მიმართეს" ნაცვლად, უნდა იყოს: "ოჯახებს, რომლებმაც ქედის მერიას საჩივრით მიმართეს, ალტერნატიული ფართი აქვთ".

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი