პირველი აპრილიდან პოლიეთილენის პარკები მომხმარებლისთვის რვაჯერ გაძვირდება

11 მარტი 2019, 00:00 6413 ნახვა

20 დღეში, ანუ 1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. როგორც ცნობილია ბიზნეს-სექტორის მხრიდან არის მოთხოვნა, აკრძალვა გარკვეული პერიოდით გადაიდოს, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გადავადება არაა დაგეგმილი.

ყველა თანხმდება და არავინ დაობს რომ პოლიეთილენის პარკები გარემოსთვის დამაზიანებელია, შესაბამისად ევროდირექტივა მის აკრძალვას და ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლებას ეხება. ჩანაცვლების შემდეგ ასეთი პარკები გაძვირდება მომხმარებლებისთვის. მიზანი ერთჯერადი გამოყენების პარკის ნაკლები მოხმარებაა. ცნობისთვის პოლიეთილენის გახრწნას რამდენიმე ასეული წელი, ბიოდეგრადირებადს კი რამდენიმე თვე სჭირდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში