თეა წულუკიანი მინისტრის პოსტის დატოვებას არ გამორიცხავს

11 მარტი 2019, 00:00 1649 ნახვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, განხილვის სტადიაშია ერთი საკითხი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმას უკავშირდება.  წულუკიანს თქვა, რომ თუ ამ საკითხებზე ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, „ის გვერდზე გაიწევა“ - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

„პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ. თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება, თუნდაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეს. ეს არის საკითხი,  რომელიც არის ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, თანამდებობა არ არის ფასეული. ეს არის ვფიქრობ, ჯანსაღი პროცესი და თუ ვნახე, რომ პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს“ – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, თანამდებობიდან მისი წასვლის პროცესი ჯერ დაწყებული არ არის.

ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი