საგაზაფხულო სამუშაოები სკვერებსა და პარკებში. „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლები სამუშაოებს დილიდან შინდისის სკვერში ატარებენ. პარალელურ რეჟიმში ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დეკორატიულ ბალახს რგავენ.
გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ქალაქში 4000 -მდე ხე-მცენარე დარგეს.