ე.წ. “ოცნების ქალაქში” ამ დროისთვის 700-ზე მეტი ოჯახი დარეგისტრირდა

11 მარტი 2019, 00:00 2750 ნახვა

 ე.წ. "ოცნების ქალაქში" საცხოვრებლის მიმღებთა სიაში 700-ზე მეტი ოჯახი დარეგისტრირდა. რეგისტრაციას აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი კომისია აწარმოებს, რომელშიც ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებიც არიან ჩართულები. სამუშაო პროცესში გამოვლინდნენ  ოჯახები, რომელთაც  საცხოვრებელი  უკვე აქვს. ასეთ ოჯახები ბინას ვერ მიიღებენ. ოცნების ქალაქის მკვიდრები სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დარეგისტრირებული ოჯახების შესწავლა და განხილვა რეგისტრაციის შემდეგაც მოხდება.  მთავრობის ინიციატივით ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლი აშენდება, პირველ ეტაპზე 10 მლნ ლარია გათვალისწინებული. ""ოცნების ქალაქში" ბინების მისაღებად მოსახლეობის რეგისტრაცია ერთი თვის წინ დაიწყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი