ვინ იბრძოლებს ხულოს მერობისთვის? - ''ქართული ოცნება'' კანდიდატს არჩევს

08 მარტი 2019, 00:00 2678 ნახვა

ამ წუთებში, "ქართული ოცნების" ბათუმის შტაბში ადგილობრივ დონეზე პარტიის წევრები შეიკრიბნენ და მსჯელობენ, ვინ უნდა დასახელდეს 2019 წლის მაისში ხულოს მერობის კანდიდატად. 

ხულოში ვადამდელი არჩევნები ორ თვეში უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღი ამ დროისთვის არ არის ჩანიშნული, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩასართავად პარტია ემზადება და სავარაუდო კანდიდატებსაც განიხილავენ. 

კანდიდატები ამ ეტაპზე არ დასახელებულა. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ და მოქმედმა პარლამენტარმა არჩილ ხაბაძემ, მხოლოდ  პირადი შეხედულება გააჟღერა და მის ფავორიტად ხულოს მოქმედი მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე დაასახელა. 

ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებს, რაც 18 ოქტომბერს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა. 

მანამდე ის შვებულებაში იმყოფებოდა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებდა, რომ წასვლას არსად აპირებდა. 18 ოქტომბერს კი, მოულოდნელად პოსტი დატოვა, თუმცა მანამდე, რამდენიმე საათით ადრე,  უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო.

თანამდებობიდან საკუთარი მოთხოვნით გაათავისუფლა მისი პირველი მოადგილე. მის ნაცვლად დანიშნა პოლიციის ყოფილი უფროსი, ვახტანგ ბერიძე, რომელმაც პოლიციის უფროსის თანამდებობა წინა დღით დატოვა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი