ღონისძიებაზე ის დირექტორები დააჯილდოვეს, რომლებიც 30 წელზე მეტია ამ პოზიციაზე მუშაობენ, ასევე აქვთ 40 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
სიმბოლური საჩუქრები და სიგელები ბობოყვათის,ზედა სამების აჭის, ქვედა სამების, ჯიხაჯურის და გვარას სკოლების დირექტორებმა მიიღეს. გაიმართა ლიტერატურული საღამოც.