ქობულეთში ტრანსპორტისთვის ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ

07 მარტი 2019, 00:00 1956 ნახვა

სარეაბილიტაციოა ქობულეთის ავტოსადგური. ისედაც დაზიანებული ტრანსპორტი, მძღოლების თქმით, მოუწესრიგებელ ტერიტორიაზე გადაადგილების გამო კიდევ უფრო მეტად ზიანდება. აქ კაპიტალური სამუშაოები წლებია არ ჩატარებულა.

შპს ტრანსრეგულირების სამსახური უწევს ზედამხედველობას მუნიციპალურ ტრანსპორტს და ავტოპარკს, რომელშიც ამჟამად 10 ავტობუსი შედის. ყვითელ ავტობუსებს, კიდევ ერთი ძველი ავტობუსი დაემატება მალე, რომელსაც ბათუმი აჩუქებს ქობულეთს. თუმცა ეს რომ ვითარებას არ შეცვლის და არ გამოასწორებს ფაქტია.

ხელმძღვანელს იმედი აქვს რომ პარკი ტექნიკურ დათვალიერებას, ახალი ნაწილებით შეკეთების შემდეგ გაივლის. ამასთან, განიხილება რამდენიმე ახალი ავტობუსის შესყიდვაც. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში