ვინ აანაზღაურებს ზარალს? - გამოიძიებამ 11-12 მარტს ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი ვერ გამოავლინა

06 მარტი 2019, 00:00 1699 ნახვა

ბათუმის აქციის გახმაურებულ საქმეზე ისევ არ არსებობს დამნაშავე, რომელმაც ორგანიზება გაუწია ჯგუფურ ძალადობას. სწორედ ამას ედავებოდა პროკურატურა მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას, თუმცა ჯერ კიდევ გასულ წელს დაადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რომ ისინი არ იყვნენ დამნაშავე ამ ნაწილში - შედარებით მსუბუქი მუხლით გამოტანილი განაჩენი დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს არცერთ მხარეს - პროკურატურა კვლავ წარდგენილი ბრალის დადასტურებას ცდილობს, დაცვის მხარე კი უდანაშაულობის დამტკიცებას. მსჯავრდებულები ვადაზე ადრე არიან გათავისუფლებულები. გათავისუფლებულია ლაშა დეკანაძეც, იგი ერთადერთი იყო რომელმაც ხულიგნობის შესახებ ბრალი არ აღიარა და უზენაესმა სასამართლომ საერთოდ გაამართლა.  

გამართლებული და გადაკვალიფიცირებული საქმეების ფონზე - რა თქმა უნდა კვლავ ჩნდება კითხვა - რა გამოიძია საგამოძიებო უწყებამ? ვინ არის პასუხისმგებელი გადამწვარ მანქანებზე, დაზიანებულ ინფრასტრუქტურასა და მასობრივ არეულობაზე - ცნობისთვის შსს ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა ჯერ სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა და უცნობია ვინ იქნება მოპასუხე მხარე.

(ფოტო: არქივი)

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში