მაიაკოვსკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სამი კვირით შეიზღუდება

04 მარტი 2019, 00:00 2019 ნახვა

 

ბათუმში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ მაიაკოვსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

''საავტომობილო მოძრაობა ჩვეულებრივი რეჟიმით, სავარაუდოდ 3 კვირის შემდეგ აღდგება ''- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 703 ათას 999 ლარს შეადგენს. 

ბათუმის მერია შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

ამავე კატეგორიაში