სცემა თუ არა მშობელმა შვილის თანასკოლელი - ბათუმში მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს

04 მარტი 2019, 00:00 3622 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ძალადობის ფაქტს იძიებს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ სკოლის მოსწავლის მშობელმა, მეორე მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.   

ფაქტს ადასტურებენ სკოლის დირექციაშიც.  დირექტორის თქმით, სკოლის ღონისძიებაზე ერთმა მოსწავლემ თანასკოლელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პროცესში იქ მყოფი მშობელი ჩაერია.

სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ მშობელს მოსწავლე არ უცემია, თუმცა ხელით შეხების მცდელობა ჰქონდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში