ბათუმში  „მიგრანტთა პაქტი“  გააპროტესტეს 

03 მარტი 2019, 00:00 1349 ნახვა

გაეროს „მიგრანტთა პაქტი“- გააპროტესტეს   ბათუმში.  საინიციატივო ჯგუფის წევრის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით,  დოკუმენტი     აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან   მიგრანტების საქართველოში  შეუზღუდავი რაოდენობით შემოსვლას შეუწყობს ხელს.  შეკრებილებმა დღეს  მიმართვა  გაავრცელეს და    მთავრობას და ბიძინა ივანიშვილისგან  ხელმოწერის გაუქმება მოთხოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის პაქტი სამართლებრივად არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს  მიგრაციის უკეთ მართვას და ის არ ეხება ხელმომწერ ქვეყნებში მიგრანტთა გადაადგილების საკითხებს. შეგახსენებთ, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაეროს მიგრაციის პაქტს ხელი გაერთიანების 164-მა ქვეყანამ,  მათ შორის საქართველომ მოაწერა.  შეთანხმება მაროკოს ქალაქ მარაკეშში შედგა.  ამჟამად მსოფლიოში 260 მილიონამდე მიგრანტია, რაც მსოფლიოს  მოსახლეობის 3.4% -ია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი