დეპუტატები უმრავლესობას ტოვებენ

03 მარტი 2019, 00:00 1464 ნახვა

დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ. პროცესი არ დასრულებულა. ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილის და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ თანაგუნდელებთან განშორების შემდეგ, კიდევ რამდენიმე დეპუტატი აცხადებს, რომ პარტიასთან მათი გაყრა მხოლოდ დროის საკითხია.

დაგროვებითი პენსიის შესახებ საკუთარი კანონპროექტის ჩავარდნის გამო, უმრავლესობას გამოეთიშა ფრაქცია სოციალ-დემოკრატის წევრი ბექა ნაცვლიშვილიც. ბოლო 10 დღე განსაკუთრებით მძიმე იყო „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა ლიდერები აცხადებენ, რომ პარტიას პარლამენტში მყარი უმრავლესობა მაინც ეყოლება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი