„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს    ხვალ  პარლამენტში    მოუსმენენ 

03 მარტი 2019, 00:00 1519 ნახვა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხვალ, პარლამენტში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ.  26 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენა ჩაიშალა, რის შემდეგაც ეროვნული ბანკისა და „თიბისის“ დამფუძნებლების პარლამენტში მოწვევის თხოვნით, „ევროპულმა საქართველომ“ უკვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიმართა.

კომიტეტმა აღნიშნული სხდომა 4 მარტს დანიშნა, თუმცა, „თიბისისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი დაესწრებიან თუ არა მოსმენას ეროვნული ბანკის წარმომადგენლები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, ეროვნული ბანკი საფინანსო კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობას არ მიიღებს.

ამავე კატეგორიაში