2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

03 მარტი 2019, 00:00 1295 ნახვა

2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს  მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, შარშან ეროვნულ პარკებს – 1 მილიონ 130 ათას 462 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ითაა გაზრდილი.

მათ შორის 53% ქართველია, ხოლო 47% უცხოელი. ყველაზე მეტი სტუმარი : პრომეთეს მღვიმეს; მარტვილის კანიონს; ყაზბეგის ეროვნულ პარკს; თბილისის ეროვნულ პარკს; და ოკაცეს კანიონს ეწვია.საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ესტუმრა.  ეკოტურისტული სერვისებიდან საქართველოში 8 მილიონ 417 ათას 991 ლარი შემოვიდა.

ამავე კატეგორიაში