ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე მოქალაქე დაჭრეს

02 მარტი 2019, 00:00 17780 ნახვა

დღეს, 2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი.  ინციდენტი საავადმყოფოს ეზოში, პაციენტების მნახველებს შორის მოხდა. 

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ ერთი დაჭრილი ახალგაზრდა ქალის კი სტაბილური. 

სამი დაშავებული მკურნალობას ადგილზე, რესპუბლიკურ საავადყოფოში გადის. დანარჩენები კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტში კიდევ 5 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც მსუბუქი დაიზანებები მიიღეს და სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ, მათივე თქმით, ფაქტზე დაკავებულია 5 პიროვნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაჭრილია მხოლოდ 2 ადამიანი, დაკავებულების შესახებ კი ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ დასტურდება.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ხულიგნობას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით  ოთხიდან შვიდ წლამდე.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი