ვინ მოამარაგებს ბათუმის ბაღებს ხორცით? - ნუგზარ მარკოიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

01 მარტი 2019, 00:00 3191 ნახვა

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს შპს "ელენიკოს" დამფუძნებლის ნუგზარ მარკოიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა“ -  ამის შესახებ ინფორმაციას PRIME TIME ავრცელებს.  სასამართლო პროცესზე ნუგზარ მარკოიძემ ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადება აღიარა. მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

შპს "ელენიკომ" გასული წლის ოქტომბერში სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღში შეიტანა საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი. ამავე კომპანიას შემოჰქონდა ხორცი აჭარის მუნიციპალიტეტებშიც, ახლა კი კომპანია „ნარგულ“-ია მომწოდებელი, მინდობილი პირი კი იგივე ნუგზარ მარკოიძეა.

ამ კომპანიას ხორცი ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში შეაქვს. რას აპირებს ბაღების გაერთიანება? ხომ არ შეფერხდება მიწოდების პროცესი, ან ხომ არ იგეგმება ხელშეკრულების გადახედვა? კითხვები ბათუმის ბარების გაერთიანების უფროსს დავუსვით. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში