რატომ არ უნდა შეიზღუდოს ღია ბაზებზე წვდომა - ეს არის თემა, რასაც დღეს არასამთავრობო სექტორსა და მედია-საშუალებებში განიხილავენ. სწორედ მესამე და მეოთხე სექტორისთვისაა ბაზებზე წვდომა ერთ-ერთი მთავარი წყარო და ინფორმაციის გადამოწმების საშუალება. მათ შორის ძირითადად ისეთი ინფორმაციის, რომლის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და აქვს მაღალი ლეგიტიმური მიზანი.
საკითხი განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში გასაჯაროვდა. ინსპექტორი მიიჩნევს, რომ ღია ბაზებში განთავსებული პერსონალური მონაცემები ხშირად უხერხულობას ქმნის. ახსენებს მონაცემთა რამდენიმე ბაზას და შემზღუდავ მექანიზმებს.