ეუთო-ს დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

01 მარტი 2019, 00:00 1186 ნახვა

„საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი გადახედვა უნდა მოხდეს, რათა აღმოფხვრას ხარვეზები, ორაზროვნება და ნებისმიერი საარჩევნო რეფორმა უნდა ჩატარდეს ინკლუზიურად“-ნათქვამია ეუთო-ს საბოლოო ანგარიშში.  დოკუმენტში საუბარია საქართველოში ჩატარებულ  საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ორგანიზაციას აქვს  რეკომენდაციები.  

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს თითოეულ დონეზე კომისიის წევრების რაოდენობის გათანაბრებაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების ეფექტური და დროული განხილვის მექანიზმის შექმნაზე.  ასევე თავიდან უნდა იქნეს აცილებული სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელება.

უზრუნველყოფილი უნდა იყოს კამპანიის დაფინანსების ეფექტური ზედამხედველობა და გამჭვირვალობა. ანგარიშის ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც არჩევნების დღეს ქვეყანაში არ იმყოფებიან, ხმის მიცემის საშუალება უნდა მიეცეთ.

დასკვნაში მოხვდა  მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივა, რომელიც ვალების განულებას ეხებოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ინიციატივით, კერძო საფინანსო ინსტიტუტმა არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი