ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო მორიგი საკრებულოს სხდომა ხულოშიც. ხმაური ,,ევროპული საქართველოს“ წევრების საკითხის განხილვას მოჰყვა. ახალი ფრაქციის შექმნის მსურველებმა მმართველი გუნდი ოქმის გაყალბებაში დაადანაშაულეს. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ოქმში შეცდომა არ ყოფილა. ხულოშიც დღეს ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.