ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება 

28 თებერვალი 2019, 00:00 2139 ნახვა

დღეს, 28 თებერვალს, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ბოლო დღეა.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1 მარტიდან იკრძალება და წესის დარღვევა მონადირეების დაჯარიმებას გამოიწვევს.

ზოგ შემთხვევაში, მათ შეიძლება მოპოვებული ობიექტი და სანადირო თოფიც ჩამოერთვათ, ასევე, ჩამოერთვათ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.

ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში კი, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის დაწესებული ჯარიმაც დაემატება. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნება.

ამავე კატეგორიაში