ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახური ძველი ბულვარის სანაპირო ზოლზე უნებართვო ობიექტების მეპატრონეებს აფრთხილებს. მერიის მოთხოვნაა სამი დღის ვადაში მოახდინონ დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთვევაში შესაბამისი სამსახური ობიექტს თავად დაანგრევს და მოქალაქეს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრება.
ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სანაპიროზე უნებართვოდ განთავსებული 9 ობიექტია. მერიის ინფორმაციით, უსახური ხის კონსტრუქციების მეპატრონეები ჯარიმის სახით, 1000 დან 2000 ლარამდე თანხას გადაიხდიან. კაპიტალური ობიექტების მფლობელებს კი 3000 ათას ლარიან ჯარიმას დააკისრებენ. ამ უკანასკნელს მერიის ურბანული, ყოფილი ზედამხედველობის, სამსახური გააკონტროლებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე ობიექტის მეპატრონე გეგმავს მერიას უჩივლოს და საქმე სასამართლოში განიხილოს, ვინაიდან აცხადებენ, რომ შესაბამისი ნებართვა აქვთ და მერია პირობას არღვევს.