ნიკოლოზ ანთიძე ამბობს,რომ ბათუმის მერს წარდგენილ ისტორიული დაცვის ზონას ამ ფორმით ვერ დაუმტკიცებენ

26 თებერვალი 2019, 00:00 3117 ნახვა

"გაერთიანებული საბჭო ამბობს, რომ ამ სახით, როგორც არის წარმოდგენილი (ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები), გამორიცხულია დამცავი ზონების დადგენა" - ეს განცხადება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

ნიკოლოზ ანთაძის განცხადებით, საბჭომ ბათუმის მერიას დაუწუნა ის დოკუმენტი, სადაც მოხდა სპეციალისტების მიერ დადგენილი საზღვრების შეცვლა. 

საუბარია ქალაქის ისტორიული ზონის საზღვრებზე, რომელიც სპეციალისტებმა, სახელმწიფო დაფინანსებით, კვალიფიციური კვლევის შედეგად განსაზღვრეს და დაადგინეს. სპეციალისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტში შესული იყო ბულვარის ტერიტორია, ზღვის სანაპირო და რივიერას კონცხიც, სადაც ახლა 6 ცათამბჯენის მშენებლობა ანონსდება.  

ბათუმის მერიამ ჯერ სპეციალისტების მიერ წარდგენილი ზონა გააცნო საზოგადოებას, თუმცა საკრებულოს სხდომაზე გატანამდე, იგი შეცვალა და საზღვრებიდან ამოიღო რივიერა და სანაპირო ზოლი.  საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ეს დაინტერესებული ინვესტორების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იყო. 

ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, რადგან ცვლილებები დოკუმენტში მერიამ შესაბამისი კვლევების გარეშე შეიტანა.

ამ ნაწილში საზოგადოების განწყობა დაემთხვა სპეციალისტების შეფასებებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ფიქრობს, რომ მერიამ უფრო მეტი სიღრმისეული კვლევები უნდა წარმოადგინოს მისი პოზიციის განსამტკიცებლად. 

  - ''ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის საღვრების დოკუმენტი განიხილა ჩვენთან გაერთიანებულმა საბჭომ, მოვიწვიეთ ძალიან ბევრი ინსტიტუცია ამ პროცესში, გარკვეული ხარვეზები დადგინდა იმ პროექტებში, რომელიც ბათუმის მერიას ჰქონდა წარმოდგენილი. 

მოვამზადეთ ხარვეზების გამოსწორების დოკუმენტაცია, რომლიც გაეგზავნება ბათუმის მერიას.  გაერთიანებული საბჭო ამბობს, რომ ეს ამ სახით როგორც არის წარმოდგენილი გამორიცხულია დამცავი ზონების დადგენა. ამიტომ, აუცილებელია, ბათუმის მერიამ გაააქტიუროს უფრო მუშაობა, დახვეწოს კვლევები და სიღრმისეული იყოს ეს, რათა ზუსტად დადგინდეს კონტურები, რაც იქნება ისტორიული ზონების დაცვაზე. ზოგადად, ბათუმის კონცხთან, ძველ ნაწილთან ბულვარის თემაა. ვიცით როგორი დეგრადაცია მოხდა გასული წლების განმავლობაში ბათუმის ამ ისტორიულ ნაწილში. გვაქვს დარჩენილი ძალიან ძველი ნაწილი და გვინდა რომე ის მაინც შევინარჩუნოთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის მერია იყოს აქტიური ამ პროცესის ბოლომდე მიყვანაში და გაითვალისწინოს რეკომენდაციები" - განაცხადა ნიკოლოზ ანთაძემ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი