“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია“ - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში

26 თებერვალი 2019, 00:00 1612 ნახვა

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია“ - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში და ამის მიზეზად მთავრობის არასწორ საპრივატიზაციო პოლიტიკას ასახელებენ. ოპოზიციას კორუფციულ გარიგებებზე აქვს ეჭვი და აუდიტის სამსახურს მიმართავს შეისწავლოს  2013 წლიდან დღემდე პრივატიზებული სახელმწიფო ქონების გასხვისების საკითხი, ანალოგიური მოთხოვნა აქვთ აჭარის უმაღლეს საბჭოსთანაც. სავარაუდო დარღვევებს შორის ოპოზიცია ასახელებს აუქციონის პირობების კონკრეტულ პირებზე მორგებას, ასევე კომპანიების მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებს.

გია აბულაძის განცხადებით, ისინი ამისთვის არ დაჯარიმებულან და ხშირ შემთხვევაში ობიექტების ღირებულებაც არ აქვთ გადახდილი. ოპოზიციის მტკიცებით, პირდაპირი მიყიდვის წესით ობიექტების გასხვისება ხდება მმართველ გუნდთან დაკავშირებულ კომპანიებზე და ხშირ შემთხვევებში ხდება დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა და კაორი კოეფიციენტის გაზრდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი