ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

25 თებერვალი 2019, 00:00 1564 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება უწყების მიერ 2017 წელს გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც მუნიციპალიტეტში ლოჯისტიკური ცენტრების სამაცივრე დანადგარებით აღჭურვას ითვალისწინებს. პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცენტრების ტექნოლოგიით აღჭურვისთვის ტენდერი მაშინ გამოცხადდა, როცა აღნიშნული ობიექტების მშენებლობა მუნიციპალიტეტებში დაწყებული არ ყოფილა.

სატენდერო პირობების თანახმად კი  მიმწოდებელს სერვისი  ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა განეხორციელებინა, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ  პროცესი რამდენჯერმე გადავადდა.  პარტია უწყების ახლანდელ და ყოფილ მინისტრებს, დღეს უკვე ქალაქის მერს კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და  პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ლოჯისტიკური ცენტრები  სამ მუნიციპალიტეტში უკვე ფუნქციონირებს და   ისინი აღჭურვილია შესაბამისი დანადგარებითაც. ტიტე აროშიძე ოპონენტების ბრალდებას უსაფუძვლოსა და არაკომპეტენტურს უწოდებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი