საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს წევრებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს. საბჭოთა ოკუპაცია იყო საჯარო ლექციის მთავარი თემა, რომელიც ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.