ბათუმში პოლიციამ საშუალო ასაკის კაცი დააკავა, რომელსაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას ედავებიან.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიციამ იგი სამი დღის წინ, 22 თებერვალს, ბათუმში აიყვანა. ბრალდებული კაცის სასამართლო პროცესი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 24 თებერვალს გაიმართა. მოსამართლე დავთ მამისეიშვილმა გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი და 139-ე მესამე დ) მუხლით დაიწყეს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე, გარყვნილ ქმედებას ან სექსუალური ხასიათის ან სექსუალური ხასიათის მაგვარ ქმედებას გულისხმობს.
141-ე მუხლი 8-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო 139-ე მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.