დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
ოჯახს დეკანოზის საავადმყოფოდან გაყვანა, კითხვის ნიშანს უჩენს. თორნიკე მამალაძეს განცხადებით მისი ძმის ციხეში დაბრუნების საკითხს მკურნალი ექიმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეწინააღმდეგებოდა, თუმცა სასჯელაღსრულების წარმომადგენლებმა ექიმის რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. თორნიკე მამალაძე ეჭვობს, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება.