ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გამოხატა.
პარტია „ქართული ოცნების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს ორშაბათიდან გააგრძელებს. შეხვედრის მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.