ბესელია წავიდა, გოგიჩაიშვილი წავიდა, ნაცვლიშვილიც წავიდა - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში გუნდის წევრებთან ერთად, საკონსტიტუციო უმრავლესობაც დაკარგა.
ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას, საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ პროექტთან დაკავშირებით 40-ზე მეტი მომხრე ჰყავდა, თუმცა არასაკმარისი, არასაკმარისი იყო ხმების რაოდენობა ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტისთვისაც. დაპირისპირების პიკი საქართველოს პარლამენტში.