''ინტერპრესნიუსი''- არაოფიციალური ინფორმაციით, ''ქართული ოცნებიდან'' რამდენიმე წევრი გარიცხეს

22 თებერვალი 2019, 00:00 2041 ნახვა

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა გაკეთდება თუ არა კომენტარები, ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე უცნობია, ესწრება თუ არა შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი. არაოფიციალური ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს. ამ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს,  გარიცხულებს შორისაა დეპუტატი ოთარ ჩრდილელია. ასევე დაუდასტურებელი ცნობით, ჩრდილელის გარდა, გარიცხეს კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ავტორები არიან: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე, ხოლო კენჭისყრაზე მას უმრავლესობის წევრებიდან მხარდაჭერა გამოუცხადეს - რევაზ არველაძემ, ზაზა პაპუაშვილმა, ბიძინა გეგიძემ, გიორგი მოსიძემ, რუსლან პოღოსიანმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი