ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა

22 თებერვალი 2019, 00:00 2238 ნახვა

საზოგადოების დაიცავი ძველი ბათუმის და ბათომის წევრების მიერ გუშინ გავრცელებულ მიმართვას და სატელევიზიო   განცხადებებს  ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ომარ მახარაძე გამოეხმაურა და უსაფუძვლო უწოდა. მისი განცხადებით, მთავრობის თავმჯდომარემ  და მერმა ჩაატარეს მონიტორინგი, მიმართვაში დასახელებულ ლოკაციებზე   კი კანონსაწინააღმდეგო   პროცესები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დააზარალებს  არ გამოიკვეთა.

დეპუტატი არ გამორიცხავს რომ ამ განცხადებების და პოზიციების უკან ვიწრო ჯგუფის ინტერესები იდგეს, მან შესაძლო ინტერესების კონტექსტში ახსენა სამშენებლო  ნებართვები და გარიგებები. მას ჩვენი დაინტერესების მიუხედავად კონკრეტული მაგალითები და პიროვნებები არ დაუსახელებია, აღნიშნა რომ კონკრეტულ ფაქტებს არ იცნობს.

ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ ინტერესებს შორისაა საზოგადოებაში მთავრობის თავმჯდომარის და მერის რეპუტაციის შელახვაც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი