ავტომანქანა ხევში გადავარდა - დაშავებულია ხუთი მგზავრი

19 თებერვალი 2019, 00:00 9034 ნახვა

შუახევში, სოფელ მაწყვალთის ცენტრალური გზიდან ავტომანქანა ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, სამს მსუბუქი დაზიანება აქვს, ორი კი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მედიკოსების თქმით ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რეანომობილი გამოძახებულია და მას დღესვე გადმოიყვანენ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

დათოვლილი და მოყინული გზიდან, ხევში გადავარდნილი დაშავებულების ამოსაყვანად ადგილზე სამაშველო ბრიგადები მივიდნენ. მაშველებს დაშავებულების ამოყვანაში მოქალაქეები დაეხმარნენ. მოქალაქეები სპეციალური ტროსების დახმარებით ამოიყვანეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში