სოფელ კორომხეთში გვიან ღამით განვითარებულმა მეწყერმა ორ ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. მიწის მასა ქედაში საავტომობილო გზაზე ჩამოიშალა. ქედის მერიის წარმომადგენლების თქმით, შიდა საუბნო გზის გაწმენდითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.
ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან და ამის შემდეგ დაიგეგმება პრევენციული ღონისძიებები.