შრომის ინსპექტირების სამსახურმა მეჯინისწყალში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო

15 თებერვალი 2019, 00:00 1715 ნახვა

საქართველოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მეჯინისწყალში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყეს. ინსპექტირების სამსახურის პირველადი ინფორმაციით, შ.პ.ს ბათუმის წყალმა  საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების დოკუმენტი, ასევე საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმა ვერ წარმადგინა. ინსპექტირების სამსახური დასკვნას 30 დღეში მოამზადებს. შემთხვევა 12 თებერვალს მოხდა.

ტექნიკური სამსახურის ბრიგადა მეჯინისწყლის ტერიტორიაზე, ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, რა  დროსაც   სამი მუშა  დაშავდა. კომპანია ბათუმის წყალში ირწმუნებიან, რომ   უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი