12 წელი ქალის მოტყუებისთვის

14 თებერვალი 2019, 00:00 3651 ნახვა

ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე  ბათუმის საქალაქო სასამართლომ, დამნაშავედ ცნო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ს.-მ მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მოტივით ქალი უზბეკეთიდან საქართველოში ჩამოიყვანა, დროებით ნაქირავებ სახლში დააბინავა, ჩამოართვა პასპორტი. შემდეგ კი დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით და მუქარით  პროსტიტუციაში ჩააბა. 

ბრალდებულს დაზარალებული სისტემატიურად გადაჰყავდა ბათუმსა და ხელვაჩაურში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში. ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

გამოძიების მიმდინარეობისას გ.ს. სამართალდამცველებს მიემალა. 2018 წლის 3 მაისს ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ის 14 დღეში, ახალქალაქში დააკავა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი