უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უკვე ერთი საათია ბათუმის ციხეში პატიმრებს ხვდება. ცოტნე ანანიძე დღეს 10 მსჯავრდებულს შეხვდება და მათ მდგომარეობას და პრობლემებს გაეცნობა, მისი ინფორმაციით, ციხეებში არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული ფაქტები არ ფიქსირდება, თუმცა, პატიმრების უფლებების შენარჩუნებისთვის, მონიტორინგის გაგრძელება მნიშვნელოვანია.