ივანე მესხის ქუჩაზე სამი მუშა დაშავდა 

12 თებერვალი 2019, 00:00 2048 ნახვა

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე სამუშაოების მიმდინარეობისას სამი მუშა დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ ჰქონდათ.  

როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, სამივე მამაკაცი, სავარაუდოდ 3 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. 

40 წლამდე კაცი ბათუმის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკის ექიმების განცხადებით, კვლევები დაასრულეს და პაციენტს რამდენიმე საათში ბინაზე გაწერენ

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ 26 წლის ახალგაზრდას, მედიკოსების ინფორმაციით, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და პაციენტი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

უწყებაში ასევე განმარტეს, რომ შემთხვევა წყლის მილის შეკეთებისას მოხდა. მამაკაცებს მიწის მასა დაეცათ.

 

 

ფოტო: სოციალური ქსელი

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი