ეკა ბესელიას და თავისი თანაგუნდელების პარტიიდან წასვლისა თუ დარჩენის საკითხი ისევ აქტუალურია. ეკა ბესელიამ რამდენიმე დღიანი ტაიმ-აუტი აიღო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობის საკითხს ადასტურებენ უმრავლესობის წევრები.
დეპუტატები განმარტავენ, რომ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაახმოვანებენ. ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში“ მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა.