ამ წუთებში პარლამენტში განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის უსმენენ. დეპუტატებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის განათლების სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებსა და საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით მწვავე კითხვები დაისვა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე.
ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ განათლების მინისტრის არგუმენტების განსამტკიცებლად მმართველმა გუნდმა სკოლის ყოფილი დირექტორები მოიყვანა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს მუშაობდნენ. ნიკა მელიას განცხადებით ია კერზაია სისტემის მსხვერპლია.