ხულოს საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა

07 თებერვალი 2019, 00:00 1592 ნახვა

ხულოს საკრებულოში ახალი ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაფუძნდა.  პარტიის წევრებმა შესაბამისი  განცხადებით საკრებულოს უკვე მიმართეს. ფრაქციაში 3 წევრი იქნება და მას  მერაბ ღორჯომელაძე უხელმძღვანელებს.

„ევროპულ საქართველოს“ ხულოს საკრებულოში ფრაქცია  ადრეც ჰქონდა, თუმცა ის 2018 წლის იანვარში დაიშალა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში