საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.
ქართველი სამხედროების მთავარ ამოცანას ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქვედანაყოფი როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულმა ჩაანაცვლა.